ოპტიკური ღერის იჯარა

გოუნეტი გთავაზობთ ოპტიკური ღერის იჯარას კომპანიებისთვის, რომლებიც საჭიროებენ უწყვეტ და საიმედო ქსელურ ინფრასტრუქტურას. ეს სერვისი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა თქვენს ობიექტამდე დასაკავშირებლად, დაზოგოთ რესურსები და დააჩქაროთ ქსელის გაშვების დრო.
 
ოპტიკური ღერის იჯარა იდეალურია:
• მონაცემთა ცენტრების, ოფისების ან ფილიალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად
• ინტერნეტ პროვაიდერებისა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის
• ბიზნესებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მაღალი გამტარობის ხაზი კონკრეტულ ლოკაციამდე
 
მომსახურების ფარგლებში გთავაზობთ:
• სტაბილურ, მაღალსიჩქარიან ოპტიკურ-ბოჭკოვან წვდომას
• გეოგრაფიულად მორგებულ გადაწყვეტილებებს
• სრული ტექნიკური მხარდაჭერა და მონიტორინგი
• ყველაზე დაბალ ტარიფს 
 
ჩვენთან თანამშრომლობით, თქვენ იღებთ არა მხოლოდ ოპტიკური ღერის ინფრასტრუქტურას, არამედ სანდო პარტნიორს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, დროულ მომსახურებასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე