ჩვენს შესახებ

გოუნეტი არის ინოვაციური და საიმედო ინტერნეტ პროვაიდერი, რომელიც 2021 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ვაერთიანებთ კომუნიკაციას, ტექნოლოგიასა და ინოვაციებს, რათა ბიზნეს სექტორს შევთავაზოთ სწრაფი, უწყვეტი და მაღალი ხარისხის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი.

ჩვენი მთავარი მიზანია ბიზნესებისთვის ოპტიმალური, სანდო და მოქნილი კავშირის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს თქვენი კომპანიის ეფექტურ და უწყვეტ ფუნქციონირებას. Gonet-თან თანამშრომლობით, თქვენ მიიღებთ პრემიუმ ხარისხის ინტერნეტ სერვისებს, რომლებიც მორგებულია ბიზნესის სპეციფიკურ საჭიროებებზე

ჩვენი მისია და ხედვა

გოუნეტის მისიაა ბიზნეს სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა. ჩვენ გვჯერა, რომ სწრაფი და საიმედო ინტერნეტი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, ჩვენ არასდროს ვჩერდებით განვითარებაზე და ყოველდღიურად ვმუშაობთ ქსელის გაფართოებასა და სერვისის გაუმჯობესებაზე.

 

ჩვენი ხედვაა, გავხდეთ ნომერ პირველი ბიზნეს-ინტერნეტ პროვაიდერი საქართველოში, რომელიც განსაზღვრავს ტექნოლოგიურ პროგრესსა და ხარისხის ახალ სტანდარტებს.